Digest Logo

სააკაშვილი: ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში

1696140897
სააკაშვილისააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არ ნანობს საქართველოში ჩამოსვლას და უახლოეს პერიოდში მეტად გააქტიურებას აანონსებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ფორმით აპირებს ამას, თუმცა წერს: „მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!“.

„უკვე 2 წელია სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში.

თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან "მკვლელს" მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.

რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება.

პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს.

მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!“, - დაწერა სააკაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე