Digest Logo

„სააკაშვილს სრულფასოვანი, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა უტარდება“ - ზურაბ ჩხაიძე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაზე

1707130329
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორი ზურაბ ჩხაიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, კონსილიუმის დასკვნა მისაღებია და პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა უტარდება.

„პაციენტის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულია. სტაბილურია მისი სასიცოცხლო პარამეტრები. თუმცა პაციენტი მაინც აღნიშნავს გარკვეული ხასიათის ჩივილებს, რაც ძირითადად გამოიხატება ზოგადი სისუსტით, კუნთებისა და სახსრების არეში პერიოდული ხასიათის ტკივილებით. პაციენტს სრულფასოვანი, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - აღნიშნავს ზურაბ ჩხაიძე.

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ მისი შვილის საბოლოო განკურნების ნიშნებს ვერ ხედავს.

„დღეში ორჯერ დავდივარ და ყოველთვის იგივე მდგომარეობაში მხვდება. ყველაფერი, რაც წერია იქ, სწორია, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ წელიწადი და ცხრა თვეა თითქმის, „ვივა მედში“ არის მოთავსებული. სრულიად უდანაშაულო ადამიანი არის ციხეში, რაც თავისთავად არის წამება და არავითარი ნიშნები საიმისო, რომ განიკურნება ეს ადამიანი, არ ჩანს ჯერჯერობით. მე მასთან არ მილაპარაკია ამ დასკვნის შესახებ, მაგრამ დასკვნა ის არის, რასაც მე ვხედავ ყოველდღე. ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან ის ექიმები, რომლებიც დადიან. რა თქმა უნდა, სანდოა ეს ყველაფერი, მაგრამ არ არის ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი. ვხედავ, რომ მას მისჯილი აქვს ნელი სიკვდილი“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

ბორჯომში დაკარგულ კაცს ეძებენ

„სულ იბრწყინე და იკაშკაშე, ჩემო დახატულო...“ - როგორ ულოცავს ნატა გულიაშვილი ფარულავას დაბადების დღეს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც 9 თებერვლის ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს