Digest Logo

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

1786625139
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს კიდევ ერთხელ საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები. ამასთან, ახალგაზრდები გაეცნენ ჟურნალ „არჩევნები 360°“-ის პირველი გამოცემას, რომელიც ელექტრონულ არჩევნებს ეძღვნება.

ჟურნალი ამომრჩევლებს საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების სრულყოფილ ინფორმირებას. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციაში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობა და იყენებს ყველა საშუალებას რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირება საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. სწორედ ამ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს არაერთ პროექტს. ამასთან აქტიურად ერთვება სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით გამართულ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებში.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ორგანიზება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით გაუწია. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ინოვაციურმა სტარტაპერებმა მასშტაბური გამოფენა მოაწყვეს.

დღის განმავლობაში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეებში გაცნობოდნენ სიახლეებს განათლების, ინოვაციების და კულტურის სფეროებში. თითოეულმა ორგანიზაციამ ინტერაქციულ სივრცეებში ახალგაზრდებს გააცნო თავისი საქმიანობები, მიმდინარე პროექტები და მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ერთვება სოციალურ აქტივობებში, რითაც ხელს უწყობს მოქალაქეების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

⭕„ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე“ - ნანი ბრეგვაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე