Digest Logo

„საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა...“ - გომისმთაზე მომხდარი ავარიის დეტალები

1786600922
გომის მთავ, ავარია

გურიაში, გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ხდება ცნობილი, მიკროავტობუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტზე ექსკურსიით იყვნენ ასულები და უკან ბრუნდებოდნენ.

შემთხვევის დეტალებზე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში სოფელ შემოქმედში მერის წარმომადგენელმა, თამაზ ბურჭულაძემ გააკეთა კომენტარი:

„ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული და რამდენია დაშავებული, ავარია მოხდა გომისმთიდან მომავალ გზაზე... შემთხვევის ადგილი ახლა გადაკეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები... სავარაუდოდ, მიკროავტობუსით ტურისტები მიდიოდნენ“.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებსა და აჟიოტაჟს მძღოლის მეზობელი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიკროავტობუსი „მერსედეს სპრინტერი“ ახალი ჩამოყვანილი, ტექნიკურად გამართული იყო, ხოლო მძღოლი - გამოცდილი და ფხიზელ მდგომარეობაში.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არასასურველია ექიმთან ვიზიტი და ქირურგიული ჩარევა“ - 13 აგვისტოს პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით

⭕„ერთი წელი არ ვმღეროდი მეუღლის გამო და იმდენად ვნერვიულობდი, თითქოს ხმა დავკარგე“ - ნანი ბრეგვაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე

⭕ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს