
Leo's Journey - ასე ჰქვია ქართველი მოგზაურის, ლევან შეყრილაძის „იუთუბის“ არხს, სადაც პერიოდულად იგი საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად მოგზაურობის მოყვარული ვიდეოს ერაყის მდიდრული რეგიონიდან აქვეყნებს, საიდანაც საინტერესო ადგილებსა და კადრებს გვიზიარებს:
„ბაღდადი არის ერაყის დედაქალი, რომელიც მდებარეობს მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. ბაღდადი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბაზრებით, მეჩეთებით და სანახაობებით. ბაღდადში მოგზაურობისას საჭიროა სიფრთხილე, ზოგი უბანი უსაფრთხოა, ზოგშიც უმჯობესია არ შეხვიდეთ.
ან შეგიძლიათ გიდთან ერთად გადაადგილდეთ. ხშირად შეხვდებით პოლიციასა და დაცვას. მოუსმინეთ ადგილობრივების რჩევებს და ეცადეთ ყოველთვის ფხიზლად იყოთ. ამ შემთხვევაში შესაძლოა ძალიან საინტერესო მოგონებად იქცეს აქაურობა.
ხალხი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამოიარა. ოფიციალურად ერაყში ომი 2003 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკა და მისი მოკავშირეები ქვეყანაში შემოვიდნენ. ხოლო 2010 წელს ომი ოფიციალურად დამთავრდა და ამერიკის ჯარებმა დატოვა ერაყის ტერიტორია“, - ამბობს ლევან შეყრილაძე ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მიყვარხარ და მენატრები ძალიან...“ - ზურა ხაჩიძე მამიდას იუბილეს ულოცავს
⭕ გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
⭕„სულ ასე უნდა ყოფნა, მეც მიკრული მყავს აქსესუარით“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა გულუა