Digest Logo

🎥 „საჭმელს ყოველთვის მე ვამზადებ, მიყვარს კეთება, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაღლილი მივდივარ...“ - სოფო ხალვაში

1776368953
სოფო ხალვაში

 მომღერალი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე, ბავშვობასა და საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც მომღერალი ამბობს, საჭმელს სახლში თავად ამზადებს და ეს პროცესი ძალიან უყვარს:

„ჩემი ბავშვობა ამ ქალაქს, ბათუმს უკავშირდება, მნიშვნელოვანია რადგან ყველაფერი საუკეთესო აქაურობას უკავშირდება. დავიბადე და გავიზარდე აქ. ყოველი წუთი უკავშირდება მუსიკას. ყოველთვის იყო ჩემთვის ხელოვნებისკენ და მუსიკისკენ სწრაფვა. ეს ყველაფერი კი გადაიზარდა სინამდვილეში.

დედაქალაქი არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, როგორც ბათუმი, რადგან მიმიღო და მადლობა უნდა გადავუხადო. არ მიმიტოვებია თბილისი, დროებით დავუბრუნდი ჩემ ქალაქს. თბილისიც ჩვეულებრივად არის ჩემ ცხოვრებაში. არ დავემშვიდობე პროფესიას, ვაგრძელებ შემოქმედებას და ხშირად ჩამოვდივარ კონცერტებისთვის.

საჭმელს ყოველთვის მე ვამზადებ, მიყვარს კეთება, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაღლილი მივდივარ. გვიან მივალ სახლში და ვაკეთებ. ხშირ შემთხვევაში არის ისე, რომ გაქვს გადანაწილების საშუალება საქმეების. ზოგჯერ ან ერთს ვუთმობ დროს ან მეორეს. შვილებიც დიდები არიან უკვე. უფროსი 18 წლის უმცროსი 13-ის. მეხმარებიან, იმით რომ თავიანთ საქმეს თავად ართმევენ თავს. არ ვარ მკაცრი და ვცდილობ ვიყო მეგობრული“, - ჰყვება სოფო ხალვაში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედაჩემს ვუთხარი ბავშვობა დამაკარგვინეთ-მეთქი...“ - რას ჰყვება ელისო ბოლქვაძე

⭕ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიაზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს

⭕ ლევის ჰამილტონი და კიმ კარდაშიანი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს