ხშირად ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ კანზე გაჩენილ ახალ ხალს, ლაქას ან მცირე ზომის წარმონაქმნს. გვგონია, ეს უმნიშვნელო ცვლილებაა, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ასეთი ნიშნები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
როგორ ამოვიცნოთ საეჭვო წარმონაქმნი ან რა უნდა ვიცოდეთ კანის ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ, როგორ დავიცვათ თავი შესაძლო გართულებებისგან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„პაციენტმა ხშირად უნდა დაითვალიეროს კანი, დაიხმაროს ოჯახის წევრი, ოღონდ უნდა იყოს ერთი, მხოლოდ ერთი ადამიანი, სხვადასხვა არ უნდა იყოს, ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ.
არის გარკვეული ტიპის ნიშნები, რისი ცვლილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ დერმატოლოგს, რომ კონკრეტული ელემენტი შეაფასოს უკვე დერმატოსკოპიით.
არსებობს ნევუსები, იგივე ხალი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თანდაყოლილი ხალები აქვთ და 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ. არსებობს ელემენტები, რის მიხედვითაც დერმატოლოგი წყვეტს პაციენტს სჭირდება თუ არ ბიოფსიას ან ციტოლოგიას.
არსებობს დისპლაზიური ნეუსები. ეს წითელი დროშის ნიშნებს შეიცავს, გარკვეულ წილად ეს რისკია, რომ დროის რაღაც მონაკვეთში გადაგვარდეს“, - ამბობს ზაზა თელია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 30 ოქტომბერს დიეგო არმანდო მარადონას დაბადების დღეა - არგენტინელ ლეგენდას 66 წელი შეუსრულდებოდა