„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა დატოვეს ტერიტორია, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.
„მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით“, - წერს სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდი“.
შეგახსენებთ, ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.