საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს:
„დაიკარგა ემიგრანტი საფრანგეთში, რომელიც ტულუზაში ცხოვრობდა ბექა შამათავა 31 წლის.
დაბადებული 1993 წლის 6 თებერვალს. მან ბოლო ზარი, ქალაქ მარსელიდან განახორციელა 18 მაისს და მის შემდეგ მისი კვალი ქრება. (მარსელია მისი ბოლო ლოკაცია).
გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა გაუჩინარდა მობილურიც გამორთული აქვს არც სოციალურ ქსელში არაა აქტიური. თუ ვინმეს გეცნობათ მოგვწერეთ. ის ამ დრომდე მიუწვდომელია“, - წერს შოთო სიხარულიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕+29, +31 გრადუსი - საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
⭕„მიყვარხარ და იცოდე, რომ გასახელებ...“ – პაატა გულიაშვილს შვილი დაბადების დღეს ულოცავს