
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო უსაფრთხოების მრავალკომპონენტიანი სახანძრო-სამაშველო სწავლება ჩაატარა.
აღნიშნული ღონისძიება, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტის „ტრანსსასაზღვრო რისკების შეფასება და სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და აზერბაიჯანში - SAILOR“ ფარგლებში განხორციელდა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აზერბაიჯანელი ექსპერტები ესწრებოდნენ.