საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, გაზის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.
ცნობილია მისი ვინაობაც.
დაღუპულია 19 წლის სტუდენტი ლამია ალახვერდიევა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამზარეულოში გაზმა გაჟონა, შემდეგ კი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ახალგაზრდა გოგომ მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
