Digest Logo

საგარეჯოში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

1755885402
რატი მეხაშიშვილი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემთხვევა სოფელ პატარძეულში, 10 დღის წინ მოხდა.

მეექვსე კლასის მოსწავლეს, რატი მეხაშიშვილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

იგი კატასტროფის ბრიგადამ საგარეჯოდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

მოზარდის დასახმარებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლს აგროვებდნენ. თუმცა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმების გამო, რატი მეხაშიშვილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია“, - წერს ადგილობრივი მედია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეიძლება ემოციურად განთავისუფლების საჭიროება იგრძნო...“ - 23 აგვისტოს ახალმთვარეობა და ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕ აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

⭕ რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?