
მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად ნანკა გვარი „ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის“ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა:
„ბავშვობიდან მელანქოლიისკენ მიდრეკილი ვიყავი, მქონდა სხვადასხვა გამოხატულებები, მაგალითად ხასიათის ცვალებადობა, თუმცა 18 წლიდან მოყოლებული მივხვდი, რომ ხალხის გარემოცვაში ყოფნა აღარ მსიამოვნებდა. ვღიზიანდებოდი ხმაურზე, აბსოლუტურად ყველაფერი მიმქონდა გულთან და ძალიან ვამძაფრებდი ემოციებს. რა თქმა უნდა მქონდა განცდა, რომ არავის ესმოდა ჩემი.
პირველად დღიურს გავუზიარე, ვწერდი. ფსიქოლოგთან ბავშვობიდან მატარებდნენ ჩემი მშობლები. პრობლემა იყო, რომ უთქმელობაც დამეწყო, გავხდი ჩაკეტილი.
გადაწყდა, რომ ვარ ბიპოლარი. რადიკალურად, მალ-მალე მეცვლებოდა ხასიათი და ვერავინ ვერ ხვდებოდა აქედან-იქამდე როგორ მივედი. ამან განხეთქილებაც გამოიწვია მეგობრებთან.
ჩავიკეტე ოთახში, სახლიდან 2-3 წელი არ გამოვსულვარ, კვირები არ გამოვდიოდი ოთახიდან, კარებთან მოჰქონდათ საკვები მშობლებს“, - იხსენებს ნანკა გვარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს სტილი განსაკუთრებულად მოგიხდა“ - ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ღამე რომ მშვიდად გვძინავს ეს თითოეული პოლიციელის დამსახურებაა!“ - ჟურნალისტი მარიამ გაბედავა