წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
AMBEBI.GE ხარჩილავას მოადგილეს თამარ ბელქანიას ესაუბრა და გთავაზობთ ამონარიდის ინტერვიუდან:
- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. დიდი დანაკლისია გია ხარჩილავას გარდაცვალება მთელი საქართველოსთვის. ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან განათლებული, თავის სამშობლოზე გულანთებული ადამიანი. ქვეყანამ დაკარგა კაცი, რომლის მთავარი ღირებულება იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ის არ იყო მარტო ჩემი მეგობარი. ის არ იყო მხოლოდ წალენჯიხის მერი, ის იყო ჯარისკაცი, ქვეყნის სამსახურში.
- რა აწუხებდა მას, ამბობენ თრომბით გარდაიცვალაო?
- 07:15 საათზეა გარდაცვლილი. სამწუხაროდ სასწრაფომაც ვერ მოუსწრო, რომ მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ თრომბი, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეტყობა ცუდად იგრძნო თავი, წამომჯდარი ყოფილა და უცებ გარდაიცვალა. სახლში იყო ამ დროს მისი მეუღლე და დედა. ძალიან დიდი ტკივილია. გუშინ საღამოს, 11-ის ნახევარზე ველაპარაკე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - წყვილის რომანტიკული გარემო
⭕„დედოფალი“ - ნეკა დოროყაშვილის ახალმა ფოტომ საზოგადოება აალაპარაკა
⭕არველაძეების რძალი პატარა სოფიას ახალ ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: www.ambebi.ge