
ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საზოგადოების კითხვებსაც პერიოდულად პასუხობს.
ამჯერად ის კოტე მათითაშვილის კოტკასტი „აქ“ სტუმარი იყო, სადაც კოსმეტიკური ხაზის გამოშვებაზე ისაუბრა:
„რუსთავი ორიდან წამოსვლა იყო ძალიან მტკივნეული, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა, 15 წლიდან ვმუშაობდი და 35 წელი ტელევიზიაში გავატარე, აქედან 20 წელი რუსთავი ორში. წამოსვლის შემდეგ დამემართა დეპრესია, დავიწყე საკუთარი თავის შეცოდება, მივხვდი, რომ ან სახლში ჩაკეტილი უნდა ვიყო, ლოგინზე წამოწოლილი ან დავიწყო ახალი საქმე. ვკითხე საკუთარ თავს, რა გიყვარს ტელეჟურნალისტიკის შემდეგ? ბავშვობაში ფუფალას მეძახდნენ. მიყვარს სხვადასხვა ნივთების დატესტვა, ყველაფერს ვნახულობ და მქონდა გამოცდილება.
როცა ლუქს ბრენდს რეკლამას ვუკეთებდი, მწერდნენ რა კარგია, მაგრამ ჩვენ ამას როგორ შევწვდებით.
გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქართულ ბაზარზე არ იყო. დავიწყე ყველაფრის შესწავლა, მთავარი მიზანი იყო შემექმნა ლუქს ბრენდი ადეკვატურ ფასად.
ძალიან აზარტულია, მივხვდი, რომ მედიაზე დამღლელი საქმეებიც არსებობს“, - ამბობს მაია ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: