Digest Logo

სამეგრელოში კაცმა მამა-შვილი დაჭრა - დეტალები

1791982551
პოლიციის ლენტი

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო.

დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავუმკლავდეთ სტრესს სიცილის მეშვეობით? - ნინო შავდია მარტივ ტექნიკას გვიზიარებს

⭕„არაცნობიერი ვირუსი, სახელად წყევლა: როდესაც სხვისი სიტყვა შენს ბედისწერად იქცევა“ - რას წერს ფსიქოლოგი

🎥 ანნა და ლილი სულაბერიძეებმა პიცა გამოაცხვეს - „ლამაზი მოგონებები მხიარული თავგადასავლებით იქმნება“

✕