
სამგორის მეტროში მგზავრი გარდაიცვალა. შემთხვევა მეტროს ვაგონში მოხდა, რის გამოც თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი სიკვდილი სახელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს ვერ ემსახურება სამგორის, ისნისა და ვარკეთილის მეტროსადგურები.
როგორც ირკვევა, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, რის გამოც მეტროსადგურები: „სამგორი“, „ისანი“ და „ავლაბარი“ მგზავრთა მიღებაზე დაიკეტა.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც შესაბამისი უწყებები საგამოძიებო პროცესს დაასრულებენ“, - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.