Digest Logo

„სამწუხაროდ, შინაგან ერთობაში მოვიკოჭლებთ, მაგრამ სულ ცოტა ხანში, ერთობა ღვარივით წამოვა, რადგან უწმინდესს ტყუილად არ უღვაწია“ - მამა გურამ ოთხოზორია ილია მეორეზე

1774017613
მამა გურამ ოთხოზორია

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის მამა გურამ ოთხოზორიას თქმით, პატრიარქს ღვთის წინაშე ტყუილად არ უღვაწია და ეს დღეები ამის დასტურია.

„სამწუხაროდ, შინაგან ერთობაში მოვიკოჭლებთ, მაგრამ სულ ცოტა ხანში, ღმერთის წინაშე ვამბობ, შინაგანი ერთობა ღვარივით წამოვა, რადგან უწმინდესს ტყუილად არ უღვაწია. მოსემ იორდანემდე მიიყვანა და მერე უკვე დიდი ერთობის ჟამი დადგება.

ეს ერთია და მეორე ჩვენ, როგორ ვიქნებით მისი ერთგული და მისი მოსიყვარულეები, გამოჩნდება ჩვენს ერთობაში“, - განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 21 და 22 მარტს, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.