თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში ვანდალური ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებს გულგრილად ნუ ჩაუვლიან.
„სამწუხაროდ, ვანდალიზმის ახალი ფორმები გაჩნდა თბილისში - ცხოველების გაწრთვნა-ვარჯიში სკვერებსა და პარკებში არსებულ ხეებზე.
ჩვენი მებაღეები - „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან ახლად დარგულ, დაზიანებულ მცენარეებს.
აღარაფერს ვამბობთ მოთხრილ და მოპარულ ნარგავებზე.
მეგობრებო, ნუ ჩაუვლით გულგრილად გვერდს ამგვარ ფაქტებს, ეს რეკრეაციული სივრცეები ხომ ჩვენი შვილებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება და მისი მოვლა-პატრონობა ყველას ვალდებულებაა“,- წერს თოქმაჯიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 პირს, რომელმაც ქუთაისში საქართველოს ბანკის გაძარცვა სცადა, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს