Digest Logo

„სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან“ - ხათუნა ხოფერია

1733463676
ხათუნა ხოფერია

„სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა იყო სრულიად პროვოკაციული, არასავალდებულო რეზოლუცია, რეკომენდაციები მიღებული ევროპარლამენტის მხრიდან. არა მარტო არასავალდებულო იყო, სასაცილოც კი იყო იმიტომ, რომ მას რომ კითხულობდი, პირდაპირ იკითხებოდა ქართული ოპოზიციური ხელწერა და სულისკვეთება“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ, გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„მუხლობრივად მიხვდებოდი, რომელი მუხლი დაწერა გვარამიამ, რომელი ჩაამატა ბოკუჩავამ, ხაზარაძეს რა უნდოდა რომ ყოფილიყო ამ სავალდებულო რეზოლუციაში. ეს შემოგვთავაზა ევროპის ერთ-ერთმა უმაღლესმა ორგანომ და ასეთ ტონალობაში მოგვმართა ქართველ ხალხს, მიმართა საქართველოს გამარჯვებულ ხელისუფლებას და მილიონ ორასი ათას ქართველს, რომელმაც ავირჩიეთ ეს ხელისუფლება.

ამას მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან ღირსეული განცხადება, რომელმაც თქვა ის, რაც არის რეალობა, რომ ვინაიდან ევროკავშირი 2030 წლამდე არანაირ გაფართოებას არ აპირებს და ზოგადად ჩვენს მხარეს გაფართოება დღის წესრიგში საერთოდ არ არის.

ეს არის მათი ოფიციალური განაცხადი, პრემიერმა მათ მიმართა და უთხრა, რომ 2028 წლისთვის საქართველო მზად იქნება რომ დაიწყოს დიალოგი და მოლაპარაკება გაწევრებასთან დაკავშირებით. რა იყო აქ ისეთი. ეს იყო ძალიან დროული, ღირსეული და ეს იყო სერიოზული სახელმწიფოს პოლიტიკური განცხადება“, - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

🎥 პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

შსს: პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა