
შაბან მამედოვი 24 წლის მომღერალია მარნეულიდან, რომელმაც ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისი ნამღერით, თუმცა შაბანს არაერთი პროექტი აქვს მოგებული და თინეიჯერობიდან სარგებლობს პოპულარობით.
შაბან მამედოვი პროექტის „ხალხური“ მონაწილე იყო, რომელიც 8 ივნისს, ნახევარფინალის შემდეგ პროექტს გამოეთიშა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში ჰამლეტ გონაშვილთან დაკავშირებული პოსტი გაავრცელა და მისი იუბილე გაიხსენა:
„შენ წამოიწყე „დაიგვიანეს“ და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები, ეგებ, ემაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები...
დღეს, საქართველოს ბულბულის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.
გმადლობ იმ ემოციისთვის, რაც ბავშვობიდან მომანიჭე შენი ზეციური ხმით...
ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაგიწევია დახმარება შენი ღვთიური ხმით ჩემთვის და კიდევ მრავალი უცნობისთვის...
ნათელი შენს სულს, ჩვენო ბულბულო. მანამ, სანამ ვცოცხლობ, ჩემში იცოცხლებ, ჩემიანად გიგულებ და ყველგან სიამაყით ვიტყვი - "ჩვენ ჰამლეტ გონაშვილის ქვეყნიდან ვართ“, - წერს შაბან მამედოვი.
ასევე დაგაინტერესებთ: