Digest Logo

„ყველა ნიშანმა ეს ყველაფერი უნდა წამოსწიოს წინ თუ გინდათ იყოთ წარმატებული...“ - მიხეილ ცაგარელი მზის კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლაზე

1750419353
მიხეილ ცაგარელი

იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.

იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.

კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას.

საინტერესოა, რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე?  რატომ არის მნიშვნელოვანი 21-22 ივნისი  და რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:

„ხვალინდელი დღე არის განსაკუთრებული და საკრალური - გვაქვს  4 განსაკუთრებული დღე ე.წ. ენერგეტიკული პორტალის გახსნის დღე, როდესაც მოდის არნახულად დიდი და კარგი ენერგია, ერთ-ერთი გვაქვს სწორედ ხვალ, ანუ ზაფხულის მზებუდობა, ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. 

ადრე მომხდარი კონფლიქტები, გაუგებრობა - კარგი დღეა შერიგებისთვის, პატიებისთვის. ილოცეთ და დალოცეთ ყველა. შეიქმენით დადებითი განწყობა, ოპტიმიზმი. თუ გაქვთ სურვილი, ოცნებები - ჩამოწერეთ და ხვალ დღეში სამჯერ მაინც წაიკითხეთ. როცა მოდის დიდი კოსმოსური, სასიკეთო ენერგია, შანსები წარმატების, ოცნებების ასრულების მატულობს. 

შაბათ-კვირას ჩამოწერთ სურვილებს, ჩაუთქვამთ საკუთარ თავს და შეინახავთ. კარგი იქნება თუ ამას დროდადრო წაიკითხავთ, გააგზავნით სამყაროში და დაგიბრუნდებათ უკან. მთავარია ეს ვიკითხოთ 21 სექტემბრამდე - შემდეგი პორტალის გახსნამდე, ანუ დღე-ღამ ტოლობა. 

21 სექტემბერს დილით ამ წერილს დაწვავთ, დაწერთ ახალს. პორტალის გახსნისას წერთ, ახალი პორტალის გახსნამდე. 

ადრე ამ დღეებში საზოგადოება დიდ დღესასწაულებს აწყობდა, იყო მისვლა, მოსვლა, მოფერება, დადებითი ემოციები.  ურთიერთგაგება მაღალია.

ხვალ და ზეგ არის საკრალური დღეები, ახალი იდეები, პროექტები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები - საუკეთესო დღეებია! სიყვარულის ასახსნელად - ხვალ დაგეხმარებათ სამყარო! გინდათ რაღაცის სწავლა? ხვალინდელი დღე გამოიყენეთ. შესაძლებლობები არნახულად დიდია. 

მზის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება ხვალ, აქ დარჩება ერთი თვე. მას იქ დახვდება გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი, მფარველი ანგელოზი სელენა და გონების მმართველი მერკური. ასეთი პლანეტარული შეერთება იშვიათად ხდება. ეს ნიშნავს, რომ გამოიკვეთა მთავარი ფავორიტი, მომდევნო ერთი თვის და მთელი წლის ფავორიტი ნიშანი - კირჩხიბი!

კირჩხიბი მართავს ოჯახს, კირჩხიბია დედა და მშობლები, ნათესაური კავშირი, სამშობლო, ეროვნული, პატრიოტული ელემენტები. ყველა ნიშანმა ეს ყველაფერი უნდა წამოსწიოს წინ თუ გინდათ იყოთ წარმატებული. გაერკვიეთ სიღრმეებში, ქართული სუფრა რატომ იყო ყოველთვის ოვალური, რატომ ამბობენ ინდოელები, რომ იოგა მათთან კავკასიიდან მივიდა? რატომ მორბოდნენ აქ ბერძნები? პერიოდი მოითხოვს ფესვებთან დაბრუნებას! 

კირჩხიბი ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც გვეუბნება ოჯახის ინსტიტუტი უნდა წამოიწიოს მაქსიმალურად წინა პლანზე, გაძლიერდეს სანათესავო ურთიერთობები, ესაა წარმატების ფაქტორი. 

კირჩხიბის მთავარი საფირმო შტრიხი არის ინტუიცია! ამიტომ დაეყრდენით გულის ხმას, გონებამ შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ! ინტუიციაზე დაყრდნობით ბევრად სწორ არჩევანს გააკეთებთ. 

კირჩხიბის ცუდი თვისებაა მანიაკალური აზრების აკვიატება, იმდენს იფიქრებს, რომ მოიზიდავს ამ ცუდს. აქვთ შინაგანი შიშები და კომპლექსები. შემოქმედებაში გენიალურები არიან, აქვთ დახვეწილი იუმორი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მგონია, რომ ერთად გავიზარდეთ, მიყვარხარ უზომოდ, ბედნიერი იყავი მუდამ“ - თაკო ჩხეიძის შვილი 25 წლის გახდა

„მშობიარობის შემდეგ ვერ დავიკელი...“ - ნინო მუმლაძე ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას იწყებს

„ძალიან ბედნიერი იყო, სიხარულისგან შოკში იყო! ძალიან გვინდოდა მეორე შვილი“ - რას ჰყვება დუდა სანაძის ცოლი მშობიარობის შემდეგ