Digest Logo

„სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარავდება... როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები ფესვებს გაიდგამენ“... - ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსი შოვის ტრაგედიაზე

1692260626
ბესიკ ხარანაული

პოეტი ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს.

ლექსის სახელწოდებაა „ცოცხლების მიმართ“.

„როცა ლაფში ჩამარხული მკვდრები
ფესვებს გაიდგამენ,
როცა ვარჯებს ამოიყრიან
და ჩაგვიხვევენ ქვესკნელში ტოტებით,
და, ჰაერი არ ჩაგვივა დახშულ ნესტოებში,
და ვერ გავინძრევით ბეწვისოდენადაც…
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
როცა დაგვეყრება ხევთა ხმა და გორთა ძახილი
და ყველაფრის დამნახავი ფრინველებიც მოფრინდებიან,
რომ ამოწმონ ჩვენი ბოროტება სამყაროს წინაშე,
მაშინ გავიხსენებთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მანამდე კი, ვიცოცხლოთ ლაფში
სანამდისაც ყველა ბავშვი არ გაჭაღარდება,
ვჭამოთ ლაფი, ვისუნთქოთ ლაფი,
გავიხსენოთ, როგორ ცრუ ვიყავით.
მაშინღა ვიტყვით:
„ყველაფერი ნამდვილად იყო.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია - NAEC