ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს.
„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, - ამბობს ის.
ტედი რინერი წლების წინ საქართველოში იმყოფებოდა. „დაიჯესტმა“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ჩანს, რამხელა პატივისცემით საუბრობს ის ქართველ ძიუდოისტებსა და ქართულ საკვებზე.
„ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, ეს ჩემი პირველი ვიზიტია. ლამაზი ქვეყანაა და საოცარი ხალხი ცხოვრობს. გასინჯული მაქვს ქართული კერძებიც და ღვინოც, ძალიან კარგია.
ძიუდოში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ქართველს მებრძოლი სული აქვს. ისინი ყველა სპორტში კარგები არიან, განსაკუთრებით ძიუდოში. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა ვარლამ ლიპარტელიანთან მაქვს. დიდი ხანია მას ვიცნობ და ბევრგან ვყოფილვართ ერთად. ასევე გამოვარჩევდი ზაზა კედელაშვილს, ის ჩემი მენტორი იყო და ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
ლაშა გუჯეჯიანი იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელთანაც ვიბრძოლე, ძალიან საინტერესო იყო.
გურამი ძალიან კარგი მებრძოლია, გასულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო. თუ ასე გააგრძელებს წინ უამრავი წარმატება ელოდება.
ლაშა ბექაური საოცარი მებრძოლია, მას ყველა დიდ პატივს სცემს. ძიუდოს სამყაროში მას სამურაის ადარებენ, მან ოლიმპიადა მძიმე ტრავმით მოიგო. რაც საოცარი იყო“, - ამბობდა ტედი რინერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ჩემო სიყვარულო, უსასრულოდ მიყვარხარ“ - სტეფანე მღებრიშვილი 45 წლის გახდა
⭕აგვისტოს ასტროლოგიური რისკები და გამოწვევები - სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის