Digest Logo

🎥 „თუ ამ პრინციპებს დაიცავთ ზუსტად, შეძლებთ წონაში დაკლებას და მოიმატებთ თუ გაქვთ წონის დეფიციტი“ - მანანა მგალობლიშვილის რჩევები

1722669983
ანანა მგალობლიშვილი

რა არის სწორი კვების ძირითადი პრინციპები - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„თუ ამ პრინციპებს დაიცავთ ზუსტად, შეძლებთ წონაში დაკლებას, მოიმატებთ თუ გაქვთ წონის დეფიციტი და თუ სასურველი წონა გაქვთ შეინარჩუნებთ.

პირველი არის საათობრივი კვება - ყოველ 4 საათში უნდა იკვებოთ.

მეორე პრინციპი - რომც არ გშიოდეს, უნდა მიეჩვიო თავის დროზე დროზე კვებას. 

მესამე - ნებისმიერი სასუსნავი არის კვება. 

მეოთხე - ხილი ეს არის კვება.

კვების შორის ინტერვალებში არ ჭამთ არაფერს. იღებთ მხოლოდ წყალს. წყლის მიღების დოზა არის ინდივიდუალური, მაგალითად თუ ხართ 60 კილო უნდა მიიღოთ 1,800 წყალი. 

წყალი უნდა სვათ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. 

მიირთვით ყველაფერი, მაგრამ გარკვეული ბალანსი უნდა დაიცვათ: ნახშირწყლების, ცილების, უჯრედისის თანაფარდობა უნდა იყოს გარკვეული ტიპის“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.

 

@doctormanana #წონისდაკლება #წონისმატება #წონისშენარჩუნება #წონისკორექცია #სწორიკვება #მანანამგალობლიშვილი #ექიმი #რეპროდუქტოლოგი #გინეკოლოგი ♬ In the Lifetime - Melodia Simples

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელოვანი, ღირსეული, ჭეშმარიტი რაინდი, საკუთარ მიწა-წყალზე, მემკვიდრეობაზე უკიდეგანოდ შეყვარებული ადამიანი“ - თენგიზ არჩვაძე 92 წლის გახდებოდა

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ თენგიზ ცერცვაძეს

3 აგვისტოს ამინდის პროგნოზი