ქართველი ქომაგების ნატვრა ასრულდა! „ჩემპიონთა ლიგაზე“ ქართველმა გულშემატკივრებმა ნანატრი ქართული გოლი იხილეს.
იტალიურმა „ნაპოლიმ“ ამსტერდამში „აიაქსი“ ანგარიშით 1-6 დაამარცხა. ნეაპოლური კლუბის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი გოლიც გაიტანა.
შეხვედრის მიმდინარეობისას „კვარას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა - დუშან ტადიჩმა უხეშად დააბიჯა, რის შემდეგაც ფეხზე ძლიერი ტკივილი აწუხებდა.
მიუხედავად ტკივილისა, ხვიჩამ გოლის გატანა მაინც შეძლო. რის შემდეგაც შეცვლა მოითხოვა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და როგორც იტალიური მედია წერს, მომდევნო მატჩისთვის, რომელიც 9 ოქტომბერს „კრემონეზეს“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, ხვიჩა მზად იქნება.
გახარებული ქართველი ქომაგები სოციალურ ქსელში ვირუსულად წერდნენ პოსტებსა და კომენტარებს.
„დავაი ლიგა მოვიგოთ მაგის დედა მო**ყან“, - ხვიჩა მარტივია.
„ულიმიტო მაქვს ჩართული“, - ხვიჩა გოლეადორია.
„ჩემი დამტვრევა შვებას მოგიტანთ? სანამ დამამტვრევთ დედას მოგი*ნავთ“, - ხვიჩია პოეზია.
ხვიჩაზე მხოლოდ ქართული მედია როდი წერს. იტალიური სპორტული გამოცემა Gazzeta dello sport კვარას შესაძლებლობებზე საუბრობს და წერს, რომ რასაც „კვარა“ მოედანზე აკეთებს, მხატვრობაა.
„კვარაცხელია ფეხბურთს ხატავს“, - წერს გამოცემა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე და „მხატვარი ხვიჩას“ ფოტოს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ფანები და ჟურნალისტები ეძახდნენ "კვარადონას", ახლა უკვე სოციალურ ქსელში "ჩემპიონთა ლიგის" ოფიციალურ გვერდზეც ამ მეტსახელით მოიხსენიებენ. "კვარადონა", - ასე გამოეხმაურა ყველაზე მაღალი დონის საფეხბურთო ტურნირის ოფიციალური გვერდი "ტვიტერში" კვარას მიერ გატანილ გოლს.
😮💨 https://t.co/VaItdU5PPt pic.twitter.com/ADQ5TRnmnb
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) October 4, 2022
რაც შეეხება ხვიჩას სტატისტიკას „აიაქსთან“ ასეთია:
100 % ჩაწოდების სიზუსტე
71 % პასის სიზუსტე
37 შეხება
3 ზუსტი დარტყმა
2/3 საჰაერო დუელის მოგება
1 გოლი
1 ასისტი
1 საკვანძო გადაცემა
ამ მონაცემების ფონზე ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ჩემპიონთა ლიგის“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა კვარას ფოტო წარწერით: „საოცარი ტალანტი“.
„ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას კიდევ ერთხელ უწოდეს „კვარავაჯო“ - „ვან გოგი? არა - კვარავაჯო“ - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო
🔘ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით - მანანა თოდაძე