ივანე (ივა) კუზანოვი არის ცნობილი ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, რომელიც საქართველოში პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
იგი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც თბილისსა და მიღებულ ჯილდოზე ისაუბრა:
„საპატიო თბილისელობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში.
თბილისი ჩემთვის ყველაფერია, ჩემი მეგობრები, ჩემი ეზო, ჩემი მოგონებები.
გავიზარდე ოქროს და მეფის უბანში, პლეხანოვზე.
ძალიან მოხარული ვარ, რომ გავხდი საპატიო თბილისელი“, - ამბობს ივანე კუზანოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ფალოსი თითის სანაცვლოდ - ივანე კუზანოვი წარმატებით დასრულებულ ოპერაციის დეტალებზე