Digest Logo

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

1732179393
სამება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს:

„ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის.

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული გიორგობა, რომელიც აღინიშნება 23 ნოემბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე, თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 22 ნოემბერი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

🎥 To my mom - ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი შესრულება

🎥 უნდა შევაფასოთ თუ არა ბავშვების გარეგნობა მათ თვალწინ და როგორია ბავშვთან მიდგომა, თუ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ? - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს