Digest Logo

საპატრიარქო სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

1776686595
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყალბ გვერდთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ახლად შექმნილ პლატფორმას საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს.

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, სახელწოდებით: „საქართველოს საპატრიარქოს საკომუნიკაციო გვერდი“, რომელიც არამართებულად იყენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ ლოგოს.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის და ჩვენთვის უცნობია, ვინ მართავს მას“,- აღნიშნულია მიმართვაში.