Digest Logo

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

1719301726
ბურთი და მოედანი

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას, ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდა?

🎥 დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - მომღერალმა ტორტზე სანთელი საზეიმო გარემოში ჩააქრო

„ადამიანის ბედნიერებას მთლიანობა უხდება“ - რა არის უფრო მნიშვნელოვანი - წარსული, აწმყო თუ მომავალი?