Digest Logo

საქართველო VS უკრაინის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

1730370027
ბათუმი არენა

საქართველო - უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ბილეთები ონლაინ TKT.GE-ზე იყიდებოდა და მისი  ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო. ამ დროისთვის ვებგვერდზე ბილეთები აღარ იძებნება,  ყველა ბილეთი ორ საათში გაიყიდა.

შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონის ტევადობა 20 000-ია. 

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეხუთე მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გამართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, B1 ჯგუფში უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი ამ დროისთვის, 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქართველი მებრძოლები UFC-ის გაერთიანებული რეიტინგის ათეულში იმყოფებიან

„მალე შენც უნდა გიხილოთ „ვიქტორია სეკრეტზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს გვიზიარებს

🎥 რას გულისხმობს ორსულთა რინიტი და რას წარმოადგენს ორსულთა ქავილი? - ექიმის რჩევები

წყარო: lagazzetta.ge