
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 ანგარიშით მოიგო.
გოლების ავტორები: ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტი თავად მოიპოვა და სრული სიზუსტით შეასრულა. მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ, შემდეგ მესამე გიორგი მიქაუტაძემ და რამდენიმე წუთში ქოჩორაშვილმა შესანიშნავი თავურით მეოთხე გოლი გატანა.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საღამოს 8:00 საათზე დაიწყო. შემდეგი მატჩი ქართველებს ალბანეთთან 10 სექტემბერს ექნებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ჩეხეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
🎥 „დამალვას აზრი აღარ აქვს...“ - სოფია კვინიკაძე პირველ შვილს ელოდება