საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – უმცროსი „ჯვაროსნები“ 5 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდებიან.
ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. სვანაძის რჩეულთა შორის ხუთი დებიუტანტია – რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი რობაქიძე, გიორგი კოხრეიძე და დანიელ ქვარცხავა საქართველოს ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი („რუსთავი“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი“, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა („სუდუვა“, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913“ ფოთი), დავით ბუკია („ტორპედო“ ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („რუსთავი“), ნიკოლოზ ცეცხლაძე („სამგურალი“, წყალტუბო).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კარარეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია1999“), ლუკა წულუკიძე („დინამო“, ბათუმი), გურამ ჯაფარიძე („დინამო“, ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („სამგურალი“, წყალტუბო), გიორგი რობაქიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე („დინამო“, ბათუმი), დანიელ ქვარცხავა („დინამო თბილისი“).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ლუკა პარკაძე („ზალცბურგი აუსტრია“, ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი („უოტფორდი“, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია („მეშახტე“ ტყიბული).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას ნიშნავს სიზმარში ნანახი რიცხვები – ეზოტერიკოსების ახსნა
⭕„თავიდან სხვა სტილის მოთამაშე ვიყავი, თუმცა ერთ რამეს მივხვდი“- ხვიჩა კვარაცხელია
⭕ „ჩვენს შიგნით საოცრებები ხდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
წყარო: 1tv.ge