Digest Logo

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

1663693863
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ქუთაისში, სადაც 9 საათის განმავლობაში „საქართველოს ბანკში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა დასრულდა, ფილიალზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. ასევე, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი თავისუფალია.

„დაიჯესტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ბანკზე თავდამსხმელი გრიგოლ ნარსიაა. 45 წლამდე კაცი წყალტუბოელია.

ცნობისთვის, ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. სამართალდამცველებმა იგი შეჭრიდან 8 საათში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავედ მძევლად 12 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. 12-ვე მძევალი თავისუფალია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალა და მილიონ-ნახევარ დოლარი მოითხოვა.

ბანკის მძარცველს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამაგრებული, პოლიციას ულტიმატუმებს უყენებდა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

⭕ მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება

⭕ მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება

⭕ მუხლი 323 - ტერორისტული აქტი

⭕ მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

ასევე დაგაინტერესებთ👇

საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს

🎥 „ფისოებო, 2 მილიონი დოლარი მოიტანეთ“ - ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი მძევალის ლაივში გამოჩნდა

🎥 „ჩემ წინ მიდიოდა, ჩვეულებრივად ჩაცმული. როგორც კი შევიდა მალევე იყო გასროლა. ვინც შევძელით, გამოვიქეცით“ - რას ჰყვება თვითმხილველი