
ბოლო წელიწად ნახევარი უსინათლო მომღერლისთვის განსაკუთრებით რთული იყო, რადგან 2023 წლის 20 მაისს გარდაიცვალა დიანა ღურწკაიას საყვარელი მეუღლე, პეტრე კუჩერენკო.
დიანა ღურწკაია, რომელიც წლებია ეკრანზე არ გამოჩენილა დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქართულ ტელესივრცეში გადაცემაში „ნოესთან“ იყო სტუმარი.
მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ასევე ისაუბრა საკუთარ თავზე და საქართველოზე ისაუბრა.
„დიანა ღურწკაია ერთი უბრალო გოგოა, რომელსაც უყვარს ყველა და ყველაფერი რაც მის ცხოვრებაში ხდება და ადამიანები ვინც მის გარშემო არიან. ის ერთი ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც არაფრით განირჩევა სხვისგან.
ჩვენი ოჯახი უბრალო იყო, როცა მე დავიბადე მაშინ შშმ პირებზე არავინ ლაპარაკობდა, გარკვეული პერიოდი არც ვიცოდი თუ სხვებისგან გავირჩეოდი.
საქართველოს ჩემთვის საოცარი ბედნიერების და სილაღის სურნელი აქვს. მტკივა და ვდარდობ საქართველოზე, ჩემთვის ის როგორც თილისმა ისეა, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა მივაღწიო ჩემი საქართველო სულ თან მახლავს“, - ამბობს მომღერალი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - ფოტოები
⭕სალომე ღვინიაშვილი იუბილარია - კადრები მოდელის გრანდიოზული წვეულებიდან