Digest Logo

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 26-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა

1794514244
საქართველოს ნაკრებ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაზე პირველ შეხვედრას 14 ნოემბერს თბილისში უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. 

ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა – გუნდთან ერთად მხოლოდ სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია.

13 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს „მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართავს. მანამდე მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე მედიას შეხვდება.

                                     13 ნოემბრის განრიგი | მიხეილ მესხი

16:30 – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

17:00 – საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან ვარჯიშის საწყის 15 წუთზე)

21:15 – უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც ამბობენ, იგი მებრძოლი არ არის და ორი კაცი დააგდო...“ - რას ამბობს შონ ო'მალი 21 საბა ლაზიშვილზე

🎥 RAF-ის ხელმძღვანელი – „უსმან ნურმაგომედოვს ტურნირზე დასწრება აეკრძალა, მერაბ დვალიშვილის მონაწილეობა კი ჯერ გაურკვეველია“

🎥 „გული გვატკინა დაღესტნელებს“ - მერაბ დვალიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, რომელიც ქართველმა ამერიკაში შეიფარა

წყარო: 1tv.ge

✕