საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს.
სამებისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, გადაწყდა, რომ დღესაც, წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.
მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან. სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ
⭕მრევლს სამებაში შესვლა დღესაც შეეძლება - „წირვის დროს დატოვებული იქნება კორიდორი“