Digest Logo

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

1713507418
კინოკატალოგი

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინო კატალოგი შექმნა. ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინ კატალოგიდან იქნება შესაძლებელი.

ვებ-პროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინო ჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ.

ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

კინოკატალოგში ამ დროისათვის შეტანილია ინფორმაცია 500-ზე მეტი ფილმის შესახებ. ვებპროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წყარო: imedinews.ge