Digest Logo

🎥 საქართველოს განათლების მინისტრი 51-ე საჯარო სკოლაში შვილთან ერთად სასკოლო ფორმის შესაძენად მივიდა

1788432961
განათლების მინისტრი

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის 51-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრი სკოლაში ოფიციალური დელეგაციისა და პროტოკოლის გარეშე, საკუთარ შვილთან ერთად გამოჩნდა, რათა ახალი სასწავლო წლისთვის აუცილებელი სასკოლო ფორმა პირადად შეერჩია.

მინისტრმა ადგილზე შეკრებილ სხვა მშობლებთან ერთად რიგში დაიცადა და სასკოლო ფორმა პირველკლასელი შვილისთვის შეიძინა.

ვიდეოს ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებელი გვიზიარებს და წერს:

„განათლების მინისტრი 51-ე საჯარო სკოლაში, შვილთან ერთად ფორმის შესაძენად მოვიდა“.