Digest Logo

საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

1775929077
საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები

პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ნინო ქორიძემ ჯამში 24 ქულა მოაგროვეს.

12 აპრილს კონტინენტის პირველობაზე ქართველი ბატუტისტები როგორც ინდივიდუალურ ასევე სინქრონულ ხტომებში იასპარეზებენ.