მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გალაწარმოდგენა მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და ნიკა ეგაძემ მიიღეს.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ეს კი საქართველოს მიერ მოპოვებული პირველი მედალია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 22 თებერვალს ვერონაში დაიხურება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე
წყარო: 1tv.ge