საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, დელეგაციასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ პარაძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
პარაძიუდიისტებს ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს წარმატებით ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ცხრა მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია ქართული პარასპორტისთვის. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„იმედზე“ ახალი მეგა პროექტი, „ქავერ შოუ“ დღეს იწყება
⭕პარიზში პარალიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა
⭕რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ? - FIFA-ს რეიტინგი
წყარო: 1tv.ge