Digest Logo

საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოგალერეა

1773861767
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.