Digest Logo

საქართველოს პირველ არხზე დისკუსიას გაიმართება - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე ერთმანეთის პირისპირ

1733249866
პირველი არხი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხვალ, 4 დეკემბერს, საქართველოს პირველ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას დათანხმდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობაზე თანხმობა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, მიხეილ ჯანელიძემ კი ფეისბუკპოსტი დაწერა.

„ჩემთვის მისაღებია საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღნიშნული დისკუსიის გამართვა“, – დაწერა მიხეილ ჯანელიძემ.

თინათინ ხიდაშელმა და მიხეილ ჯანელიძემ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი თავად გამოთქვეს.

საქართველოს პირველი არხი მზად არის ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.