Digest Logo

„აკონტროლეთ სიტყვები, მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1771618993
თებერვლის ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 21 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„ჰოროსკოპი — 21 თებერვალი  
მთვარის დღე — 4 / 5
ფაზა — მზარდი მთვარე ვერძში

ვერძი

საქმეებისა და დავალებების სიმრავლემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, რათა მაღალი პროდუქტიულობა არ დაკარგოთ. შესაძლებელია თავისუფალი დროც სამუშაოს დაუთმოთ. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ და მშვიდ გარემოში გაეთიშეთ პრობლემებს.

კურო

დღეს შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს შეცდომები, რომელთა გამოსწორება დაგჭირდებათ. ახლობლებთან ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს, ამიტომ იყავით თავაზიანი და ყურადღებიანი, გააკეთეთ კომპლიმენტები და პატივი ეცით პარტნიორის სურვილებს. დღე საინტერესო გამოცდილებას მოგიტანთ.

ტყუპები

სამუშაოში საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიზუსტე. ემოციურმა რეაქციებმა შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. მკაფიო და თანმიმდევრული გეგმა მიზნამდე სწრაფად მიგიყვანთ.

კირჩხიბი

ვიღაცამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ ან არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მეტი დრო გაატარეთ სახლში, დაკავდით ნაცნობი საქმეებით ან ახალი ჰობით. ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია — მოუსმინეთ მას.

ლომი

დღეს ფინანსური დანაკარგების რისკი მაღალია. მოერიდეთ მსხვილ შენაძენებსა და საეჭვო შეთავაზებებს. წარსულის შეცდომებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ქალწული

მაღალმა ემოციურმა ფონმა შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს და ძვირფასი ურთიერთობები დააზიანოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ სიტყვები. კარგი დროა ახალი, რთული პროექტების დასაწყებად და პასუხისმგებელი საქმეებისთვის.

სასწორი

მოგზაურობა ან გადაადგილება გზაში შეიძლება უსიამოვნებები წარმოიშვას. დღე ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისთვის და ძველისგან გათავისუფლებისთვის. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევა და გულწრფელი საუბარი, რომელიც კომპრომისამდე მიგიყვანთ.

მორიელი

დაჟინებულობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ რთული პროექტის წარმატებით დასრულებაში. თუმცა ერიდეთ კამათს და საკუთარი აზრი ყოველთვის არ გამოთქვათ. აირჩიეთ მსუბუქი თემები და კონფლიქტებს თავი აარიდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობლებს.

მშვილდოსანი

დღე წარმატებული და საინტერესოა. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი ამბები. გაატარეთ დრო აქტიურად, მოინახულეთ ახალი ადგილები ან შეხვდით მეგობრებს. ერიდეთ კამათს დღეს კონფლიქტის დაწყება მარტივია. იყავით დიპლომატიური.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ სიფხიზლე შეინარჩუნოთ. მარტივ საქმეებშიც კი შეიძლება მოულოდნელი სირთულეები გაჩნდეს. ნუ შეხვალთ კამათში ახლობლებთან, ეცადეთ ურთიერთობა რბილად მოაგვაროთ და კომპრომისი იპოვოთ. მოკლე მოგზაურობა უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ.

მერწყული

წარსულიდან გარკვეული საკითხები ან ურთიერთობები შეიძლება კვლავ გამოჩნდეს. შესაძლოა დაგჭირდეთ მიდგომის შეცვლა და ძველი შეცდომების გამოსწორება. რაც უფრო პოზიტიური იქნება თქვენი განწყობა, მით წარმატებულად ჩაივლის დღე. ეძებეთ დადებითი ყველაფერში.

თევზები

ურთიერთობა შეიძლება რთული იყოს. კამათის ან კონფლიქტის დაწყების რისკი მაღალია. აკონტროლეთ სიტყვები, მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. სიჩქარე პრობლემებს გააძლიერებს იმუშავეთ მშვიდ ტემპში და შეინარჩუნეთ კონცენტრაცია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?

🎥 „თუ უძილობა გაწუხებთ და ჩაძინება გიჭირთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ეს ხილი“ - რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

🎥 „ბევრჯერ დავჩაგრულვარ, ვარ პირდაპირი ადამიანი და არ მიყვარს ადამიანების გამოყენება“ – ნინი ბადურაშვილი