საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას მართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს უპირისპირდება. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, სადაც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩით იწყებს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას, რომელიც 2026 წელს „ჯვაროსნებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება.
ვილი სანიოლს გუნდის შეთამაშება სურს, განსაკუთრებით უკანა ხაზში, რადგან გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა – ნაკრების ახალი კაპიტანი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.
