Digest Logo

საქართველოს საგარეო უწყების პირველი კომენტარი ლიზა ქისტაურის მკვლელობასთან დაკავშირებით

1673021992
ლიზა ქისტაური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს. 

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 5 იანვარს გავრცელდა.

მკვლელი, სავარაუდოდ, ქართველი ტრანსგენდერის შეყვარებულია. ორივე მათგანი 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარებული იყო.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ლიზა ქისტაურის გარდაცვალების მიზეზი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ

🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია