Digest Logo

საქართველოში დაბადება, ორი ქორწინება და გზა მსახიობობიდან დიდ პოლიტიკამდე - ცოტა რამ ალექსეი არესტოვიჩზე

1647356354
ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი 1975 წლის 3 აგვისტოში, საქართველოში, კერძოდ კი დედოფლისწყარო დაიბადა. მას პოლონური და ბელორუსული ფესვები აქვს. არესტოვიჩების ოჯახი, ალექსეის დაბადებიდან მალევე, საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და სკოლაც 1992 წელს სწორედ უკრაინაში, კერძოდ კი კიევში დაამთავრა. შემდეგ სწავლა ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. 

უკრაინის ერთ-ერთი ცნობილი სახე ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველია. აგრეთვე ცნობილია, რომ არესტოვიჩმა  სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდი შექმნა და ორგანიზატორობას უწევს ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს.

 

მისი სამსახიობო კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორისაა კომედიური ფილმი „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“, სადაც მან ქალის პერსონაჟი არაჩვეულებრივად განასახიერა. ასევე გადაღებულია არაერთ რეკლამაში,  ნათამაშები აქვს უამრავი სპექტაკლში და ასევე, მონაწილეობდა სატელევიზიო კომედიურ შოუებში.

 

არესტოვიჩი იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი, მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.

2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ არესტოვიჩი ორ­ჯერ იყო დაოჯახებული. მას პირველი ქორწინებიდან გოგონა - აელიტა ჰყავს.

არესტოვიჩი მეორედ 2015 წელს ანას­ტასია არესტოვიჩზე (გრიბანოვა) დაქორწინდა. წყვილს 2 საერთო შვილი - ალექსანდრე და ვერონიკა ჰყავთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა