Digest Logo

„საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“- ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1753938096
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„ბოლო დღეებია მთელს ქვეყანაში ძალიან ცხელა, რაც იყო მოსალოდნელი და გამოწვეულია სიცხის ტალღების ინტენსიური გადმონაცვლებით.

გთავაზობთ საქართველოში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურის მნიშვნელობებს,

ბათუმი (საზღვაო) +36
ქობულეთი +34
ხულო +31
შუახევი +39
ძენწმანი(ქედის მუნიც) +41
ხონი +40
ზუგდიდი +37
ფოთი +37
ქუთაისი +40
ლანჩხუთი (ავტ.) +39
საჩხერე +38
ზესტაფონი +40
მთა-საბუეთი 26 - 18
ვანი +40
ამბროლაური(ავტ) +40
შოვი +36
მესტია(ავტ.) +34
თბილისი +36.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები. ტერმინი „ტროპიკული ღამეები“ ნიშნავს - როდესაც მინიმუმ სამი ღამის განმავლობაში, მინიმალური ტემპერატურა 23°C-ზე დაბლა არ ეცემა.

ეს არის ფენომენი, რომელიც დაკავშირებულია: დღის მაღალ ტემპერატურასთან, რომელსაც ღამით გაგრილების დრო არ აქვს, მაღალ ტენიანობასთან და ქარის არარსებობასთან, რაც ზღუდავს ღამის გაგრილებას.

გისურვებთ ამ ცხელი დღეების გრილად გადატანას და აქვე გეტყვით, რომ ტემპერატურა ზაფხულის შუა პერიოდში +41 გრადუსამდე არის ნორმა, არანორმალურია მხოლოდ ის, რომ ეს ყველაფერი გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, აგრილების გარეშე“, - წერს მეტეოროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სავარაუდოა საინტერესო წინადადებების მიღება ან ძველი კავშირის აღდგენა“ - 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ახალი ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება! ვირუსი, ცუნამი, ცეცხლი პირველ საყვირზე!“ - გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

„მშვიდი პაუზის შემდეგ, კვლავ სიმშვიდეს დავუბრუნდი“ - თაკო ჩხეიძე ახალ კადრებს აქვეყნებს