საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 05:12 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახმეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით 52 კმ-ში და სოფელ დოჭუდან 7 კმ-ში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.